Tuesday, May 17, 2016

მე-9 დღის რეფლექსია
დგევანდელ დღეს წარმოვადგინეთ პრეზენტაციები ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტებზე.  მე წარმოვადგინე ჩემი თემის მიზანი, გავაცანი მსმენელებს, როგორ ვაპირებ ჩემი პროექტის განხორციელებას მომავალ წელს, წარმოვადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოსაწვევი ბუკლეტი, მშობლებისა და ადმინისტრაციისათვის.

Sunday, May 15, 2016

მერვე დღის რეფლექსია
გავეცანით როგორ შეიძლება დიფერენცირებული მეთოდების გამოყენება მოსწავლის სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის.
რსურსების ჩანართიდან გავეცანი მოსწავლეთა აზროვნების სკაფოლდინგს და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების ჩართულობას სასწავლო პროექტში.
პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე და განვიხილეთ HTML კოდების გამოყენება და ბლოგზე გადმოტანა.

Sunday, May 8, 2016

მეხუთე და მეექვსე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესში, როგორ უნდა მოხდეს სავტორო უფლებების დაცვა და როგორ გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში ინტერნეტიდან მოპოვებული რესურსები, თუმცა აუცილებელია საანდოობის გადამოწმება. მოვამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტი.
მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომ დავგეგმო მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული შეფასება.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი